იური ტაბატაძემ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში სადებიუტი გოლი გაიტანა #1TVSPORT
იური ტაბატაძემ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში სადებიუტი გოლი გაიტანა #1TVSPORT

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში, ლა ლიგა 2-ში სადებიუტო გოლი გაიტანა იური ტაბატაძემ და „კადისის“ „ალბასეტესთან“ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა – 2:1

თბილისის „იბერიიდან“ ესპანურ კლუბში გადასულმა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ის მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 1:1 იყო, ხოლო 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

„კადისმა“ სამი ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვა და ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე აღზევდა.