იური ტაბატაძე თბილისის „იბერიას“ დაემშვიდობა #1TVSPORT
იური ტაბატაძე თბილისის „იბერიას“ დაემშვიდობა #1TVSPORT

იური ტაბატაძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით დაემშვიდობა საქართველოს ჩემპიონს, თბილისის „იბერიას“, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა და კარიერას ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „კადისში“ გააგრძელებს.

„„იბერია“ ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი ნაწილია. ეს ემოციები მთელი კარიერის განმავლობაში გამყვება. მუდამ ვიამაყებ, რომ „იბერიაში“ გავიზარდე. წარმატებები ყველას, მე სამუდამოდ იბერიელი ვარ“, – წერს ტაბატაძე.

„კადისმა“ ოფიციალურად 27 აგვისტოს დაადასტურა, რომ საქართველოს ჩემპიონიდან ფლანგის შემტევი დაიმატა. ქართველმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ქუთაისში დაბადებული ტაბატაძე „იბერიის“ აკადემიის აღზრდილია. 2024 წელს იჯარით სლოვაკურ „ვიონში“ გადავიდა, სადაც ერთი სეზონი გაატარა, შემდეგ კი „იბერიას“ დაუბრუნდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 154 მატჩში ტაბატაძემ 43 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. მიმდინარე სეზონში კი 11 გოლით ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.