იური ტაბატაძე - სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა ოცნების ახდენა იყო #1TVSPORT
იური ტაბატაძე - სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა ოცნების ახდენა იყო #1TVSPORT

„კადისის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა იური ტაბატაძეს „ალბასეტესთან“ სადებიუტო მატჩისა და გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

იური ტაბატაძე ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გუნდს თბილისის „იბერიიდან“ შეუერთდა. სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა, 90+2-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„რაც შეეხება ჩემს დებიუტს – მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ვიცოდი, მწვრთნელი მომცემდა შანსს იმის საჩვენებლად, რომ ლა ლიგა 2-ში თამაში შემიძლია.

დიდი მადლობა ყველა თანაგუნდელს, რადგან ახალ გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო დამხვდა. ასეთ დებიუტს სიზმარში თუ ვნახავდი. პირველივე შეხვედრაში გოლი ოცნების ახდენა იყო, ამაზე ვოცნებობდი და მისი ახდენა მოვახერხე“, – ამბობს იური ტაბატაძე.