იური ტაბატაძე და პედრო მენდეში სუპერთასის მომდევნო მატჩს გამოტოვებენ #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში „იბერიისა“ და გორის „დილას“ მატჩის (1:3) შემდეგ მთავარმა არბიტრმა იური ტაბატაძესა და პედრო მენდეშს წითელი ბარათი აჩვენა, რაც კადრს მიღმა დარჩა.
შეხვედრის 56-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ფეხბურთელები გააფრთხილა, ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ მათ შორის ინციდენტი გაგრძელდა, თუმცა ვითარება მალე დაწყნარდა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოთამაშეებს შორის ვითრება კვლავ დაიძაბა და ყრუაშვილმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი აჩვენა.
შედეგად, პედრო მენდეში გორის „დილას“ სუპერთასის ფინალში ვერ დაეხმარება, ხოლო იური ტაბატაძე „იბერიას“ – მესამე ადგილისთვის მატჩში.