იური სიომინმა საბა კვირკველია რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
იური სიომინმა საბა კვირკველია რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

რუსეთში მწვრთნელებმა, საფეხბურთო მენეჯერებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად, 2017 კალენდარული წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.
გამოკითხვა გაზეთ “სპორტ-ექსპრესის” მიერ იყო ორგანიზებული. გულშემატკივრები ხმას სწორედ ამ გამოცემის ვებგვერდის მეშვეობით აძლევდნენ.

ასევე არჩევანი დააფიქსირა 16-მა მწვრთნელმა და ამდენივე საფეხბურთო მენეჯერმა – მათ ხუთ-ხუთი საუკეთესო მოთამაშე უნდა აერჩიათ. წესების თანახმად, პირველ ადგილს ენიჭებოდა 5 ქულა, მეორეს – 4 და ა. შ.
გამოკითხვაში 5 ქულა დაიმსახურა და მე-17 ადგილზე გავიდა მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველი საბა კვირველია. მას თავის ხუთეულში პირველი ადგილი მიანიჭა “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა. სხვა მწვრთნელებს, მენეჯერებს, ჟურნალისტებსა და მკითხველებს კვირკველიასთვის ხმა არ მიუციათ.

რუსეთში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად “სპარტაკის” ჰოლანდიელი ფორვარდი კვინსი პრომესი აირჩიეს – მან 184 ქულა დააგროვა. მეორეზე გავიდა ცსკა-ს მეკარე იგორ აკინფეევი (151), მესამეზე – “კრასნოდარის” ფორვარდი ფიოდორ სმოლოვი (127).