იური ლუიკი - რუსეთმა თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა
იური ლუიკი - რუსეთმა თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი აცხადებს, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის შესახებ მან ლონდონში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

ლუიკის თქმით, ნატო ბევრს აკეთებს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად.

„ესტონეთში ნატო-ს სამხედროები არიან დისლოცირებული, ბრიტანელები და ფრანგები. ნატო ბევრს აკეთებს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად. როდესაც ხალხი რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს, ყოველთვის ვამბობ – რას ვაკეთებთ ჩვენ?

ჩვენ თუ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხებს და სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, გვქვს მკაფიო გზავნილები. მაშინ საფრთხე იკლებს, მაგრამ, სისუსტეს თუ გამოვიჩენთ, საფრთხე გაიზრდება. ჩვენ გვჭირდება მეტი წვრთნა, ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ შეგვიძლია მეტი სამხედროების დისლოცირება საჭიროების შემთხვევაში. იყო რამდენიმე წვრთნა და მომავალ წელს ველოდები 2020 წლის წვრთნებს, რომელიც აშშ-ის ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება ევროპაში“, – წერს იური ლუიკი.