იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია | ჭიდაობა
იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია | ჭიდაობა

იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ორმა ფალავანმა ნახევარფინალში იასარეზა.

ნახევარფინალში ამირან შავაძე (60 კგ) თურქ მოჭიდავესთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. იური ლომაძემ (72 კგ) კი დამაჯერებლად დაამარცხა ასევე თურქი სპორტსმენი და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური ბლოკი ხვალ თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) ფინალში რუმინელ მოჭიდავეს შეხვდება, ხოლო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია (55კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.