იურგენ კლოპი - ავტირდი, როცა საავადმყოფოში You’ll Never Walk Alone იმღერეს
იურგენ კლოპი - ავტირდი, როცა საავადმყოფოში You’ll Never Walk Alone იმღერეს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეაფასა ექიმების შრომის თავდადება, რომლებიც კარანტინის პირობებში შრომობენ და კორონავირუსისგან დაინფიცირებულებს ეხმარებიან.

„ჩემი ინგლისური არასაკმარისად გამართულია, რომ ეს ყველაფერი აღვწერო. ეს დაუჯერებელია, ძალიან კარგია. გუშინ გამომიგზავნეს ვიდეო, რომელშიც ექიმები ინტენსიური თერაპიის პალატასთან მღერიან You’ll Never Walk Alone-ს („შენ არასდროს ივლი მარტო“ – „ლივერპულის“ გულშემატკივართა ჰიმნი). როგორც კი მათ სიმღერა დაიწყეს, მაშინვე ავტირდი. გამაოგნებელი იყო. ეს ყველაფერზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არა მხოლოდ მუშაობენ, არამედ შესანიშნავ განწყობას ჰქმნიან.

ისინი მიჩვეულნი არიან სხვების დახმარებას და ახლა, ამას ჩვენც უნდა მივეჩვიოთ, იმიტომ, რომ, ჩვეულებრივ, მხოლოდ საკუთარი პრობლემები გვაინტერესებს. ეს მათი სამუშაოა, ისინი ამით ყოველდღიურად არიან დაკავებულნი. ისინი თავს ხიფათში იგდებენ, რადგან ავადმყოფებს ეხმარებიან. ასე რომ, არ შემიძლია არ ვიყო აღფრთოვანებული და არ ვაფასებდე მათ შრომას უფრო მეტად, ვიდრე ახლა“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები „ლივერპულის“ პრესსამსახურს.