იურგენ კლოპს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ბუნდესლიგაში დაბრუნება
იურგენ კლოპს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ბუნდესლიგაში დაბრუნება

ჟურნალისტებმა გაარკვიეს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის კონტრაქტის დეტალები. როგორც ირკვევა, სპეციალისტს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ბუნდესლიგაში დაბრუნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ კლოპს აქვს უფლება თავისი სურვილისამებრ დატოვოს კლუბი კონტრაქტის ამოწურვამდე.

კლოპმა შემოდგომაზე მოაწერა ხელი „ლივერპულთან“ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

პრემიერლიგის 25 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 22 ქულით უსწრებს.

„ლივერპულამდე“ კლოპი დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.