იურგენ კლოპმა უახლოესი ხუთი წელი დაგეგმა
იურგენ კლოპმა უახლოესი ხუთი წელი დაგეგმა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

„კარიერის დასასრულს აუცილებლად დავბრუნდები გერმანიაში. დიდი ალბათობით, „მაინცში“. გეგმა უახლოეს მომავალში? ოთხი წელი „ლივერპულში“, შემდეგ არაფრის კეთება ერთი წლის განმავლობაში. გავაკეთებ იმას, რაც მინდა. შესაძლოა, რომელიმე კლუბი გავწვრთნა, ან ნაკრები, ან საერთოდ არაფერი ვაკეთო. მაგრამ ხუთ წელიწადში სამყარო შეიძლება მთლიანად შეიცვალოს“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები SWR-ს.

გერმანელი სპეციალისტი „ლივერპულს“ 2015 წლიდან ავარჯიშებს. ამ დროის განმავლობაში, მან თითოჯერ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.