იურგენ კლოპმა შეიძლება სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და „რეალს“ ჩაუდგეს სათავეში #1TVSPORT
გერმანელმა სპეციალისტმა, იურგენ კლოპმა, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა განაახლოს.
გამოცემა TBR Football-ის ინფორმაციით, „ლივერპულის“ ყოფილი დამრიგებელი შეიძლება მადრიდის „რეალს“ ჩაუდგეს სათავეში. „სამეფო კლუბში“ კლოპს კარლო ანჩელოტის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევენ, რადგან გერმანელმა იცის ვარსკვლავებთან მუშაობა და, ამასთან, ახალგაზრდების განვითარებაც შეუძლია.
კლოპი არ ჩქარობს სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნებას, მაგრამ მიიჩნევა, რომ „რეალის“ წინადადება აიძულებს მას, შეცვალოს გეგმები.
იურგენ კლოპი „ლივერპულში“ 2015-24 წლებში მუშაობდა. 2025 წლიდან ის კომპანია „რედ ბულის“ გლობალური საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.