იურგენ კლოპმა საკუთარ მემკვიდრედ სტივენ ჯერარდი დაასახელა
იურგენ კლოპმა საკუთარ მემკვიდრედ სტივენ ჯერარდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გაამჟღავნა, ვის ხედავს თავის მემკვიდრედ ინგლისურ კლუბში.

„კენი დალგლიში და სტივენ ჯერარდი მხარს მიჭერდნენ პირველივე დღიდან“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა BBC-სთვის მიცემულ კომენტარში. – „თუ „ლივერპული“ ხვალ დამითხოვს, ჩემს ადგილზე აშკარა არჩევანი ალბათ კენი უნდა იყოს. მაგრამ დანამდვილებით მათ სტივენის მიყვანა მოუნდებათ. თუ თქვენ მკითხავთ, ვინ უნდა ჩაიბაროს „ლივერპული“ ჩემს შემდეგ, მე ჯერარდს დავასახელებდი“.

კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლის ოქტომბრიდან უდგას სათავეში. გერმანელი სპეციალისტის მოქმედი ხელშეკრულება ინგლისურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.