იურგენ კლოპმა მბაპესთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა – „ლივერპულში“ ვიწვევდი, მაგრამ მან პსჟ აირჩია #1TVSPORT

21:56, 10.07.2026

იურგენ კლოპი მსოფლიო ჩემპიონატზე Magenta TV-ის ექსპერტად მუშაობს. გერმანელი სპეციალისტი საფრანგეთისა და მაროკოს მატჩის (2:0) შემდეგ საფრანგეთის ნაკრების კაპიტან კილიან მბაპეს გულთბილად მიესალმა და მასთან დაკავშრებით საინტერესო ისტორია გაიხსენა.

როგორც გაირკვა, კლოპს ჯერ კიდევ „მონაკოში“ მოთამაშე მბაპეს „ლივერულში“ გადაყვანა სურდა და ფრანგ ვარსკვლავათან ნიცაში, კერძო თვითმფრინავში საიდუმლო შეხვედრაც გამართა, რომელსაც ფეხბურთელთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

„ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მბაპეს ტრანსფერი ყველაზე ძვირად ღირებული იქნებოდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. საიდუმლო შეხვედრა, რომლის შესახებაც არავის უნდა გაეგო, თვითმფრინავში შედგა და წრეზე დავფრინავდით. შესანიშნავი შეხვედრა იყო, მაგრამ საბოლოოდ კილიანმა „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა არჩია“.

მბაპე „მონაკოდან“ პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, სადაც 2024 წლამდე დარჩა. ბოლო ორი სეზონი კი მადრიდის „რეალში“ გაატარა.

27 წლის მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ 20 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი, რაც ისტორიაში მეორე შედეგია – ფრანგი ერთი გოლით ჩამორჩება არგენტინის ნაკრების კაპიტანს. ლიონელ მესის.

მსგავსი