იურგენ კლოპმა ლივერპულზე სერიალის გადაღება აკრძალა
LIVERPOOL, ENGLAND - SEPTEMBER 18: Jurgen Klopp manager of Liverpool during the Group C match of the UEFA Champions League between Liverpool and Paris Saint-Germain at Anfield on September 18, 2018 in Liverpool, United Kingdom. (Photo by Marc Atkins/Getty Images)
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომპანია Amazon-ს გუნდის შესახებ დოკუმენტური სერიალის გადაღება აუკრძალა , – წერს გაზეთი DailyMail.
გამოცემის მონაცემებით, კომპანიას მერსისაიდელებზე ფილმის გადაღება სურს. „ამაზონს“ კლუბის ხელმძღვანელობამაც დართო ნება, მაგრამ კლოპმა უარი განაცხადა.
გერმანელი სპეციალისტის აზრით, გადაღების პროცესი არანაირ სარგებელს არ მოუტანს გუნდს და პირიქით, აიძულებს ფეხბურთელებს, კამერების წინ უფრო შებოჭილები იყვნენ და სხვანაირად მოიქცნენ.
შარშან, Amazon-მა გადაიღო დოკუმენტური სერიალი „მანჩესტერ სიტის“ საჩემპიონო სეზონზე, რომელსაც „ყველაფერი ან არაფერი“ ჰქვია.