იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა (ვიდეო)
იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა (ვიდეო)

იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის თანახმადაც გერმანელი სპეციალისტი ინგლისურ გუნდს 2024 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.

კლოპის დროს „ლივერპულმა“ დიდ წარმატებებს მიაღწია. 2019 წელს გერმანელის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, პრემიერლიგაში კი მეორე ადგილზე გავიდნენ და „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ.

მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ საუკეთესო ფორმაშია და ინგლისის ჩემპიონატში ბრწყინვალედ ასპარეზობს. იურგენ კლოპის შეგირდები პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

„როცა კლუბის განვითარებას ვხედავ, რომელიც გრძელდება, ვგრძნობ რომ ჩემი წვლილი მომავალში მხოლოდ გაიზრდება.“, – განაცხადა იურგენ კლოპმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.