იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად მეასე გამარჯვება იზეიმა
ინგლისის ჩემპიიონატის მე-15 ტურში „ლივერპულმა“ „ევერტონს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა – 5:2.
ლივერპულელთა მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპისთვის ეს მატჩი საიუბილეო იყო. საქმე ისაა, რომ კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად, პრემიერლიგაში მეასე შეხვედრა მოიგო, ამისთვის კი მწვრთნელს 159 მატჩი დასჭირდა.
გამოცემა Opta იუწყება, რომ იურგენ კლოპმა ამ სტატისტიკით ინგლისის ჩემპიონატის ისეთ ლეგენდარულ მწვრთნელებს აჯობა, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი არიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ „შეჯიბრში“ იურგენ კლოპს, მხოლოდ ჟოზე მოურინიო ასწრებს.
100 – Liverpool’s victory over Everton was Jürgen Klopp’s 100th Premier League win in his 159th match in charge in the competition; among all managers, only José Mourinho (142 matches) enjoyed 100 wins in fewer games in the competition’s history. Centurion. #LIVEVE pic.twitter.com/XHRKbQayUK
— OptaJoe (@OptaJoe) 4 December 2019