იურგენ კლოპმა „ლაიპციგის“ მწვრთნელის პოსტზე ერიკ თენ ჰაგის კანდიდატურა დაბლოკა #1TVSPORT

09:14, 05.03.2025

ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ თენ ჰაგი არ ჩაუდგება სათავეში გერმანულ „ლაიპციგს“, – ამის შესახებ წერს Sky Sports-ი.

წყაროს ცნობით, „ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ამჟამად კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულების პრეზიდენტმა, იურგენ კლოპმა უარყო თენ ჰაგის კანდიდატურა. მის ნაცვლად, კლოპმა „ლაიპციგს“ შესთავაზა სამი კანდიდატი – სებასტიან ჰიონესი (შტუტგარტი), ოლივერ გლასნერი (კრისტალ პალასი) და „ბენფიკის“ ყოფილი მწვრთნელი როჯერ შმიდტი.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ „ლაიპციგის“ ამჟამინდელი მწვრთნელი მარკო როზე წლევანდელი სეზონის შემდეგ დატოვებს კლუბს.

მსგავსი