იურგენ კლოპმა კომენტარი გაუკეთა „რეალში“ გადასვლაზე ჭორებს – მათ ერთხელაც არ დაურეკავთ #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უარყო ჭორები მადრიდის „რეალში“ შესაძლო დანიშვნაზე და აღნიშნა, რომ დაიღალა გაუთავებელი ჭორებისგან.
„„რეალს“ რომ მართლაც დაერეკა ჩემთვის, ეს რაღაც მომენტში ყველასთვის ცნობილი გახდებოდა. ეს ყველაფერი სრული სისულელეა. მათ ერთხელაც არ დაურეკავთ! შეგიძლიათ ჩემს აგენტს ჰკითხოთ – მისთვისაც არავის დაურეკავს. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი გრძელდება ეს ამბავი. კიდევ იმასაც ამბობენ, რომ მე „ატლეტიკო“ უნდა გავწვრთნა. შესაძლოა, ეს ერთდროულადაც მოხდეს. თქვენ ალბათ უფრო კრიტიკული დამოკიდებულება უნდა გქონდეთ ასეთი ჭორების მიმართ.
დღეს მე ამაზე არ ვფიქრობ. მაგრამ როგორც მწვრთნელს, ჯერ არ დამისრულებია კარიერა. არ მიმიღწევია საპენსიო ასაკამდე. ვინ იცის, რა მელოდება უახლოეს წლებში. დაგეგმილი არაფერი არ არის.
ბოდიშს ვუხდი „რეალს“. თავდაპირველად თქვენ უნდა დარეკოთ, სანამ მე რაიმეს გიპასუხებდეთ“, – განაცხადა კლოპმა.
2025 წლიდან გერმანელი სპეციალისტი კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელია.