„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანული არხის ZDF-ის ექსპერტად მუშაობს, მკვეთრად გააკრიტიკა მატჩების მსვლელობისას წყლის სმის პაუზების პრაქტიკა. გერმანელი სპეციალისტის აზრით, ეს წესი ფეხბურთს ზიანს აყენებს.
„წყლის პაუზა“ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ცხელი კლიმატისას მატჩებზე ფეხბურთელების ჯანმრთელობის დაცვისთვის შემოიღო. მაგრამ ბევრი ექსპერტი და გულშემატკივარი აკრიტიკებს ფიფა-ს იმის გამო, რომ ასეთი პაუზები მკვეთრად აზარალებს თამაშის დინამიკას და გამოიყენება ტელევიზიების მიერ დამატებითი სარეკლამო ჭრებისთვის.
„ფეხბურთი კონდინცირებულ ოფისებში მსხდომი ხელმძღვანელების მძევალი გახდა. „წყლის პაუზას“ წარმოგვიდგენენ, როგორც დამცავ ფარს ფეხბურთელებისთვის და კეთილშობილ ხმალს სიცხის წინააღმდეგ. მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოოქროვილი გალია სპონორებისთვის. ადრე ფეხბურთი მთავარი მოვლენა იყო, ახლა კი არის საშიშროება, რომ ის გახდეს საფონო მუსიკა სარეკლამო შოუსთვის“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები ტელეკომპანია ZDF-ს.