იურგენ კლოპმა ფეხბურთის ისტორიაში ოთხი უდიადესი მწვრთნელი დაასახელა #1TVSPORT

22:15, 22.12.2025

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაასახელა ფეხბურთის ისტორიაში ოთხი უდიადესი მწვრთნელი. გერმანელმა სპეციალისტმა სიაში არ შეიყვანა საკუთარი თავი, მაგრამ ჩამონათვალში ადგილი მოუნახა თავის მთავარ კონკურენტს ხოსეპ გვარდიოლას.

„ეს არის საფეხბურთო მწვრთნელების რაშმორის მთა ჩემი ვერსიით და სიმართლე ითქვას, მხოლოდ ოთხის არჩევა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც ვეცდები.

იოჰან კრუიფი – ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო მწვრთნელი, ვის შესახებაც ოდესმე მსმენია. მისი ხედვა და ფეხბურთის აღქმა უბრალოდ შეუდარებელია.

პეპ გვარდიოლა – მასზეც შეიძლება იგივე ითქვას, მას პირადად შევხვედრივარ და ვიცი, რამდენად რთულია ეს.

ახლა უფრო რთულია არჩევანის გაკეთება. მოდით ავიღოთ ყველაზე წარმატებული მწვრთნელი და ადამიანი, რომელიც მეც ძალიან მომწონს – სერ ალექს ფერგიუსონი.

და ახლა, ყველაზე რთული იქნება მეოთხე სპეციალისტის დასახელება. რა თქმა უნდა, მხედველობაში მყავს კარლო ანჩელოტი. ბობ პეისლი – მასზე ბევრი მსმენია, მაგრამ არასოდეს მინახავს. კარგით, მინდა რაშმორის მთაზე ბილ შენკლი ვიხილო. სულ ეს არის“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები გაზეთ The Sun-ს.

მსგავსი