იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ არ დაუსრულებია სამწვრთნელო კარიერა #1TVSPORT
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ არ დაუსრულებია სამწვრთნელო კარიერა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უპასუხა შეკითხვას თავისი მომავლის შესახებ.

„მე არ ვიქნები „რედ ბულის“ მწვრთნელი. მაგრამ არ შემიძლია იმის თქმა, რომ ცხოვრებაში აღარ დავუბრუნდები მწვრთნელობას“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგს.

იუგენ კლოპი ამჟამად კომპანია „რედ ბულის“ გლობალური საფეხბურთო ოპერაციების ხელმძღვანელია. გერმანელმა სპეციალისტმა ეს თანამდებობა 1 იანვრიდან ჩაიბარა მას შემდეგ, რაც „ლივერპულში“ 2015-24 წლებში იმუშავა.