იურგენ კლოპის პერიოდში „ლივერპულის“ შემადგენლობის ფასი 500 პროცენტით გაიზარდა
იურგენ კლოპის პერიოდში „ლივერპულის“ შემადგენლობის ფასი 500 პროცენტით გაიზარდა

იურგენ კლოპის მწვრთნელობისას „ლივერპულის“ შემადგენლობის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის „ფორბსის” ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის გუნდში მისვლის მომენტში (2015 წლის ოქტომბერი), ფეხბურთელთა საერთო ღირებულება იყო 423 მილიონი ევრო, ახლა კი ეს რიცხვი შეადგენს 2.15 მილიარდს. მატება 500 პროცენტს აჭარბებს.

მაგალითად მოჰყავთ ენდრიუ რობერტსონის ფასის ზრდა. შოტლანდიელი „ლივერპულმა” 2017 წელს 9.4 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს უტოლდება. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი პირველ გუნდში კლოპმა დააწინაურა და ამ მომენტისთვის, 21 წლის ფეხბურთელი 110 მილიონი ევრო ღირს.