„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის გამოსახულება ამიერიდან ქალაქის ყველაზე განვითარებადი რაიონის „ბალტიკის“ ერთ-ერთ შენობას დაამშვენებს. ამაზე ცნობილმა გრაფიტის არტისტმა Akse P19-მა იზრუნა.
კედლის მოსახატად Akse P19-ს მხოლოდ 2 დღე, გასული შაბათი და კვირა დასჭირდა. გულშემატკივრები ნამუშევრით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

იურგენ კლოპის გამოსახულებას ქვეშ წარწერაც აქვს – „ჩვენ ვართ ლივერპული. ეს გაცილებით მეტს ნიშნავს.“
Akse P19 უკვე 26 წელია „სტრიტ არტით“ არის დაკავებული. მას ბევრი ცნობილი ნამუშევარი აქვს შექმნილი. მათ შორის სტივენ ჰოკინგის, დევიდ ბოუისა და მუჰამედ ალის გამოსახულებები.