იურგენ კლოპი - „ნაპოლის“, რომელსაც არაჩვეულებრივი კვარაცხელია ჰყავს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია #1TVSPORT
იურგენ კლოპი - „ნაპოლის“, რომელსაც არაჩვეულებრივი კვარაცხელია ჰყავს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„თამაშს დავიწყებთ მოგების სურვილით და გამოჩნდება, ბურთების უპირატესობაზე მოგვიწევს თუ არა ფიქრი. „ნაპოლისთან“ პირველი მატჩის წაგების შემდეგ მოტივირებულები ვართ. როცა გუნდს მოგებათა ასეთი სერია აქვს, არასოდეს იცი, როგორი იქნება მათი მომდევნო თამაში.

პატივს ვცემ ლუჩანო სპალეტის იმას გამო, რასაც ის აკეთებს და სპალეტი პატივს გვცემს ჩვენ. არ მგონია, რომ „ნაპოლიმ“ ჩვენი სათამაშო სტილი დააკოპირა, დაცვაში სხვა ფეხბურთს თამაშობენ, აქვთ დიდი ენერგია და ინტენსიურ ფეხბურთს აჩვენებენ. ასეთი გუნდების თამაშის ყურება სასიამოვნოა.

ნეაპოლელებს შეტევაში შესანიშნავი ოსიმენი და არაჩვეულებრივი კვარაცხელია ჰყავთ, ძალიან კარგია მათი ნახევარდაცვა და თუ „ნაპოლი“ ასე გააგრძელებს თამაშს, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსი ექნება.

პრემიერლიგის ბოლო ტურში „ლიდსის“ მიერ 89-ე წუთზე ჩვენს კარში გატანილი გოლი მოსვენებას მიკარგავს. ვიმედოვნებთ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი დაგვიბრუნდება. ახლა ჩემი და ფეხბურთელების შეფასება არ იქნება მართებული, საბოლოო შედეგს სეზონის ბოლოს ვიხილავთ. ახლა კი იმის თქმა შეიძლება, რომ „ლივერპული“ ბრძოლას განაგრძობს“,  – განაცხადა იურგენ კლოპმა.