იურგენ კლოპი - წითელი მაისური ჯეიდონ სანჩოს ძალიან მოუხდებოდა
იურგენ კლოპი - წითელი მაისური ჯეიდონ სანჩოს ძალიან მოუხდებოდა

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მერსისაიდულ კლუბში დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდ ჯეიდონ სანჩოს შესაძლო გადასვლის თაობაზე კომენტარს აკეთებს.

„წითელი მაისური მას ძალიან მოუხდებოდა, თუმცა არა მგონია, რომ მიმდინარე ზაფხულს ეს ტრანსფერი შედგეს. ჯეიდონი ძალიან საინტერესო მოთამაშეა და თუ ის „ლივერპულში“ აღმოჩნდა, ყველაზე ძალიან ეს მე გამიკვირდება“, – მოჰყავს გერმანელი სპეციალისტის სიტყვები გამოცემა „ბილდს“.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახაგაზრდა თავდამსხმელის გადაბირებით ასევე დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბორუსია“ კი ფეხბურთელში 130 მილიონ ევროს ითხოვს.