იურგენ კლოპი - ვაქცინაზე უარის თქმა, მთვრალის საჭესთან დაჯდომის ტოლფასია #1TVSPORT
იურგენ კლოპი - ვაქცინაზე უარის თქმა, მთვრალის საჭესთან დაჯდომის ტოლფასია #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მერსისაიდელების გერმანელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის წევრების 99 პროცენტმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა.

„ჩვენი მოთამაშეების 99 პროცენტი ვაქცინირებულია, – ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს Goal. – ამისთვის მე არავის დარწმუნება არ დამჭირდა. როცა რამე კარგად არ ვიცით, სპციალისტებს უნდა დავუჯეროთ. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. მეც, რა თქმა უნდა, ვაქცინირებული ვარ, რადგან ასაკის გამო რისკის ჯგუფში მოვიაზრები.

ვაქცინაციაზე უარის თქმა, საჭესთან მთვრალის დაჯდომის ტოლფასია. დავლევთ რამდენიმე კათხა ლუდს და გვგონია, რომ მანქანის მართვა მაინც შეგვიძლია, ეს კი ასე არ არის. წესები და კანონები არსებობს არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირადად შენ დაგიცვას, არამედ სხვების ინტერესებსაც ითვალისწინებს“, – მიაჩნია „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს.