იურგენ კლოპი - ვან დეიკის ამ სეზონში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა
იურგენ კლოპი - ვან დეიკის ამ სეზონში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა

„ლივერპულის“ ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი სეზონის დასაწყიში „ევერტონის“ წინააღმდეგ დაშავდა. ჰოლანდიელმა მცველმა მუხლის ოპერაცია ოქტომბერში ჩაიტარა რის მერეც რეაბილიტაციის კურსებს გადის და დიდი ალბათობით, ის ამ სეზონში მოედანს ვერ დაუბრუნდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ვან დეიკის შესახებ ისაუბრა:

„რაც არ უნდა მოხდეს, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვან დეიკის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. არცერთ ექიმს და საერთოდ არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ვირჯილის ამ სეზონში დაბრუნების პატარა შანსი მაინც არსებობს. მე არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. განაცხადში ადგილი, რომ გვქონდეს ჩვენ ყველას ჩავსვამდით, რადგან მიუხედავად ექიმების ნათქვამებისა, ჩვენ სასწაულების გვჯერა“.

„ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის შემდეგ შეხვედრაში „ბრაიტონს“ „ენფილდზე“ უმასპინძლებს. ხუტმატჩიანი მოგებელი სერიის შემდეგ კლოპის გუნდმა ჯერ „ტოტენჰემის“ დამარცხება მოახერხა, შემდგომ კი „ვესტ ჰემს“ სძლია.