იურგენ კლოპი - თუ მაქსიმალურად მობილიზებულები არ ვიქნებით, „მანჩესტერ სიტი“ გაგვანადგურებს
იურგენ კლოპი - თუ მაქსიმალურად მობილიზებულები არ ვიქნებით, „მანჩესტერ სიტი“ გაგვანადგურებს

დღეს, 8 ნოემბერს, ინგლისის ჩემპიონატში ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. მერსისაიდელები „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრებიან და წინ ურთულესი მატჩი ელით, რასაც „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხაზგასმით აღნიშნავს.

„თუ ჩვენ არ ვიქნებით 100 პროცენტით მობილიზებულები, შესაძლოა, დიდი ანგარიშით დავმარცხდეთ, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal. – ჩვენი ბოლო დაპირიპირება „სიტის“ გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით – 0:4.

არ მოგონია, რომ საჭირო იყოს ამ მატჩის შეხსენება ჩვენი ფეხბურთელებისთვის, იმის დასტურად, რომ დღევანდელი შეხვედრაში ბოლომდე უნდა დაიხარჯონ. მაშინ  ჩვენ კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ მათ ოთხი გოლის გატანა მოახერხეს“, – ამბობს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი.