იურგენ კლოპი - სულელი ვიქნები, რომ „ლივერპულის“ ფეხბურთელებში ეჭვი შემეპაროს
იურგენ კლოპი - სულელი ვიქნები, რომ „ლივერპულის“ ფეხბურთელებში ეჭვი შემეპაროს
პრემიერლიგის უპირობო ლიდერმა რამდენიმე დღის წინ, ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან მოულოდნელი მარცხი იწვნია.
„უოტფორდმა“ „ლივერპულის“ 44 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და „მერსისაიდელებს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სენსაციური მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სისულელე იქნება, საკუთარ მოთამაშეებში ეჭვი შეიტანოს და მარცხი მათ გადააბრალოს.
კლოპის თმით, მატჩის განმეორებით ნახვის შემდეგ, ფეხბურთელებს დეტალურად გაუწერა მათ მიერ დაშვებული შეცდომები. გერმანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ აფასებს საკუთარი შეგირდების შესანიშნავ მიღწევებს ამ სეზონში.