იურგენ კლოპი - შესანიშნავად მესმის, რომ „ლივერპულის“ მწვრთნელად ძველი მიღწევების გამო ვრჩები #1TVSPORT
იურგენ კლოპი - შესანიშნავად მესმის, რომ „ლივერპულის“ მწვრთნელად ძველი მიღწევების გამო ვრჩები #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა გუნდიდან სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ამ სეზონში წარუმატებელი შედეგების გამო.

„კარგად მესმის, რომ „ლივერპულის“ მწვრთნელად წარსული მიღწევების გამო ვრჩები და არა იმის გამო, რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ. მე რომ პირველ სეზონს ვატარებდე გუნდში, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

მე შედეგებს უნდა ვაღწევდე, ეს კარგად მესმის. არ მიყვარს წარსულზე დაყრდნობა. ყველაფერში უნდა გავერკვეთ – არ შეიძლება ასე თამაშის გაგრძელება. იმედგაცრუებული ვარ ამის გამო, მაგრამ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.