იურგენ კლოპი, შეიძლება „ლივერპულში“ დაბრუნდეს #1TVSPORT

12:39, 29.11.2025

გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი, შეიძლება „ლივერპულში“ დაბრუნდეს გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის დათხოვნის შემთხვევაში.

როგორც გაზეთი The Sun-ი წერს, მერსისაიდული კლუბი აპირებს, თხოვნით მიმართოს კლოპს, დაასრულოს 2025-26 წლების სეზონი გუნდის სათავეში.

იურგენ კლოპი „ლივერპულში“ 2015 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივნისამდე მუშაობდა. სლოტმა კლუბი გერმანელის წასვლის შემდეგ ჩაიბარა.

პრემიერლიგაში „ლივერპული“ 18 ქულით მე-12 ადგილზეა. გუნდმა ბოლო 12 მატჩიდან 9 წააგო.

მსგავსი