იურგენ კლოპი საქველმოქმედო ფონდ „ქომონ გოლ“-ის (Common Goal) წევრი გახდა
იურგენ კლოპი საქველმოქმედო ფონდ „ქომონ გოლ“-ის (Common Goal) წევრი გახდა

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი საქველმოქმედო ფონდ „ქომონ გოლ“-ის (Common Goal) წევრი გახდა. ამის შესახებ გერმანელმა სპეციალისტმა ფიფა-ს (FIFA0) დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადა, რომელზეც წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო.

„ეს ინდივიდუალური პრიზია, მაგრამ მე აქ ვიმყოფები ბევრი ადამიანის მხარდაჭერის წყალობით. წარსული კარგი იყო, აწმყოც კარგია და იმედია, მომავალიც ასეთი იქნება. მინდა გამოვაცხადო, რომ „ქომონ გოლ“-ის ოჯახის წევრი გავხდი“, – თქვა კლოპმა.

„ქომონ გოლ“ არის ფონდი, რომლის წევრები – ფეხბურთელები და მწვრთნელები საკუთარი ხელფასის ერთ პროცენტს ქველმოქმედებას სწირავენ. ამ ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი წევრი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ხუან მატა. ახლა ამ ფონდში რამდენიმე ათეული წევრია გაერთიანებული. მათ შორის არიან უეფა-ს (UEFA) პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი, ერიკ კანტონა, კასპერ შმეიხელი, შინჯი კაგავა, კრის ვონდოლოვსკი, იულიან ნაგელსმანი, სერჟ გნაბრი, მატს ჰუმელსი, ჯორჯო კიელინი, მეგან რაპინო, ალექს მორგანი და სხვები.