იურგენ კლოპი - „სალაჰი ახალ პოზიციას ეჩვევა“
იურგენ კლოპი - „სალაჰი ახალ პოზიციას ეჩვევა“

მოჰამედ სალაჰის მძიმე სტარტი ამ სეზონში იმის ბრალია, რომ ფეხბურთელი ჯერ ბოლომდე არ გამოკეთებულა მიმდინარე წლის მაისში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, აცხადებს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი.

ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი, რომელიც 2018 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მიმდინარე სეზონის პირველ ცხრა მატჩში სულ რაღაც სამი გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და ახლა მის ანგარიშზე უკვე 14 გოლია.

კლოპი ასევე მიიჩნევს, რომ სალაჰის ოდნავი ჩავარდნა მისთვის პოზიციის შეცვლის ბრალიცაა.

„ოდნავ განსხვავებულ პოზიციაზე ადაპტაციის პერიოდი დასჭირდა. დიდად განსხვავებული არ არის, მაგრამ მაინც შესამჩნევია“, – ამბობს გერმანელი სპეციალისტი.