იურგენ კლოპი - სადიო მანე მომდევნო სამ მატჩს ნამდვილად გამოტოვებს
იურგენ კლოპი - სადიო მანე მომდევნო სამ მატჩს ნამდვილად გამოტოვებს

„ლივერპულის“ შემტევ სადიო მანეს ტრავმის სერიოზულობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

ხუთშაბათს, 23 იანვარს, მერსისაიდელები სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდნენ და რობერტო ფირმინოს ბოლო წუთებზე გატანილი გამარჯვების გოლით (1-2) კვლავ 16 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“.

სენეგალელმა ფორვარდმა ამ მატჩის პირველ ნახევარში მიიღო დაზიანება და მოედანი დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში პრემიერლიგის დებიუტანტი ტაკუმი მინამინო შევიდა.

„სადიომ ტკივილი იგრძნო ბარძაყის არეში და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა იყო ეს“, – განაცხადა იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ. – „თუმცა, ალბათ ის მომდევნო სამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ჩვენ მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება“.

კვირას, 26 იანვარს, „ლივერპული“ ასოციაციის თასზე „შრუსბერის“ ესტუმრება, რასაც ორი მატჩი მოჰყვება პრემიერლიგაზე – 29 იანვარს „ვესტ ჰემთან“ სტუმრად, ხოლო 1 თებერვალს „საუთჰემპტონთან“ შინ.