იურგენ კლოპი - როგორც პიროვნებამ, ალისონმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა
იურგენ კლოპი - როგორც პიროვნებამ, ალისონმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ ალისონ ბეკერმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა როგორც პიროვნებამ. ბრაზილიელ მეკარეს 23 ნოემბრის შემდეგ გოლი არ გაუშვია და თავისი ოსტატობის კიდევ ერთხელ დამტკიცებას 23 იანვარს შეეცდება, როდესაც გუნდთან ერთად ვულვერჰემპტონში გაემგზავრება.

„როგორც მეკარემ, მან სრულად გაამართლა ჩვენი იმედები, ხოლო როგორც პიროვნებამ, მოლოდინს ძალიან გადააჭარბა“, – ამბობს კლოპი, – „ჩვენ  ბევრი კარგი პიროვნება გვყავს გუნდში, მაგრამ ის მართლად განსაკუთრებულია. მისი ხასიათი და სიმშვიდე ჩვენ ძალიან გვეხმარება და რთული საქმეებიც მარტივად ჩანს ხოლმე. თუმცა, ის ასეთად უნდა დარჩეს. მეკარეობა რთულია – ერთი პატარა შეცდომა და ბურთი ბადეშია. მან იცის, რომ ეს ყველაფერი მარტივად არ მოდის და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი მყავს გუნდში“.

ამჟამად „ლივერპული“ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 13 ქულით უსწრებს.