იურგენ კლოპი პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად მეექვსედ დაასახელეს
იურგენ კლოპი პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად მეექვსედ დაასახელეს

ინგლისური „ლივერპულის“ გერმანელი თავკაცი პრემიერლიგაში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

გასულ თვეს, იურგენ კლოპის შეგირდებმა ინგლისის ჩემპიონატში ოთხივე მატჩი მოიგეს. მერსისაიდელები 16 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან და უახლოეს მადევარ „ლესტერს“ 8 ქულით უსწრებენ.

აღსანიშნავია, რომ 52 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ეს ჯილდო ოთხ თვეში მესამედ მიიღო, სულ კი იურგენ კლოპი ინგლისის საუკეთესო მწვრთნელად ექვსჯერ დაასახელეს.

კლოპის დროს „ლივერპულმა“ დიდ წარმატებებს მიაღწია. 2019 წელს გერმანელის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, პრემიერლიგაში კი მეორე ადგილზე გავიდნენ და „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის თანახმადაც გერმანელი სპეციალისტი ინგლისურ გუნდს 2024 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.