იურგენ კლოპი - პრემიერლიგის კალენდარი დანაშაულია
იურგენ კლოპი - პრემიერლიგის კალენდარი დანაშაულია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უკმაყოფილება გამოთქვა ინგლისის პრემიერლიგის გადატვირთული გრაფიკის გამო.

„მატჩის გამართვა ჯერ 26 დეკემბერს და შემდეგ 28 დეკემბერს – დანაშაულია. ეს აბსოლუტურად არასწორია, და მაინც რეალობაა. მესმის ყველა დანარჩენის, ვინც მორჩილად იტანს ამ ყველაფერს, მაგრამ ამბობს, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ გუნდებს 48 საათზე ნაკლები მისცე ორი მატჩისთვის. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველაფერი, რაც გვსურს და არავინ არ არის დაინტერესებული ამით.

ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება მწვრთნელებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ამ თამშებში… სპორტული მეცნიერება აქ ვერ დაგეხმარებათ. ორგანიზმი საჭიროებს გარკვეული რაოდენობის დროს, რათა ისევ შეძლოს მუშაობა. ეს მეცნიერებაა. მაგრამ ჩვენ მას სრულ იგნორირებს ვუკეთებთ“, – განაცხადა კლოპმა.