იურგენ კლოპი - ორივე გუნდი გიჟურად იბრძოდა, თუმცა ფეხბურთი ვერ ვიხილეთ
იურგენ კლოპი - ორივე გუნდი გიჟურად იბრძოდა, თუმცა ფეხბურთი ვერ ვიხილეთ

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მერსისაიდული დერბის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მატჩი არც თუ საინტერესო გამოვიდა.

„ორივე გუნდს კარგად ესმის დერბის იდეა, ამიტომ ყველა ფეხბურთელი გიჟურად იბრძოდა, თუმცა ფეხბურთი ძალიან მცირე რაოდენობით ვნახეთ. ამას გავითვალისწინებ“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები ბრიტანულ გამოცემა „სანს“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში „ევერტონმა“ და „ლივერპულმა“ ფრედ, 0-0 ითამაშეს.

„ლივერპული“ ამჟამად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე უახლოეს მდევარს 23 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „ევერტონს“, ის მე-12 ადგილს იკავებს.