იურგენ კლოპი „ნიუკასლის“ შესახებ - ფეხბურთში ახალი სუპერძალა გაჩნდება #1TVSPORT
იურგენ კლოპი „ნიუკასლის“ შესახებ - ფეხბურთში ახალი სუპერძალა გაჩნდება #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა „ნიუკასლის“ შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ინგლისური კლუბი ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა.

„თუ მხოლოდ ფეხბურთზე ვისაუბრებთ, გრეძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, „ნიუკასლი“ სუპერძალა გახდება და მათ წინაშე დიდი შესაძლებლობები გადაიშლება. მთელი საფეხბურთო სამყარო აღაშფოთა „სუპერლიგის“ იდეამ, ახლა კი ჩვენ გვაქვს სუპერლიგა, მაგრამ მხოლოდ ერთი კლუბისთვის. უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში „ნიუკასლს“ მსოფლიო ფეხბურთში დომინანტური როლი ექნება.

დიდი სახსრები, შესაძლოა, არაგონივრულად განკარგო, მაგრამ ფეხბურთში არიან კარგი ადამიანები და „ნიუკასლი“ მათ მოძებნის. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ფაქტს თვალი გავუსწოროთ“, –  მიაჩნია „ლივერპულის“ გერმანელ დამრიგებელს.