იურგენ კლოპი „ნაპოლისთან“ წაგებაზე - გაუგებარია, რა მოხდა, ახლა ამაზე საუბარი არ შემიძლია #1TVSPORT
იურგენ კლოპი „ნაპოლისთან“ წაგებაზე - გაუგებარია, რა მოხდა, ახლა ამაზე საუბარი არ შემიძლია #1TVSPORT

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში სუსტი დასაწყისი ევროპაში იმედგაცრუებით გააგრძელა – გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „ნაპოლიმ“ 4:1 დაამარცხა. ინგლისელთა მწვრთნელი იურგენ კლოპი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაბნეული ჩანდა და განაცხადა, რომ გუნდმა უნდა გააუმჯობესოს „თითქმის ყველაფერი“.

„ნამდვილად რთულია ამ წაგების გადატანა. „ნაპოლიმ“ ძალიან კარგად ითამაშა. ეს არის დამარცხების პირველი ახსნა. ორი პენალტი დაგვიდეს და მეორე ვერ გაგვიტანეს. მომდევნო ორ გოლი ლანგრით მივართვით – ეს არაა კარგი. ჩვენ არ ვიყავით კომპაქტურები არც დაცვაში და არც შეტევაში. სანამ ტიაგო მოედანზე არ გამოვიდა, კონტრპრესინგსაც ვერ ვიხსენებ. ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან გაშლილად ვითამაშეთ“, – თქვა კლოპმა.

„ლივერპულის“ მწვრთნელის თქმით, გაანალიზება სჭირდება იმას, ჩემპიონთა ლიგაში ცუდი სტარტის გარდა, „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში პირველი ექვსი მატჩიდან მხოლოდ ორი რომ მოიგო და ცუდ ფორმაშია:

„გაუგებარია, ეს რატომ მოხდა. ახლა პასუხის გაცემა არ შემიძლია. დღეს ბევრი რამ დაგვაკლდა. გუნდურად ვერ ვითამაშეთ და უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ძველებურად გამოვიყურებოდეთ“.