იურგენ კლოპი - მოვა დრო, როცა ჩემპიონობას სრულყოფილად ვიზეიმებთ
იურგენ კლოპი - მოვა დრო, როცა ჩემპიონობას სრულყოფილად ვიზეიმებთ

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მომავალში „ლივერპული“ ჩემპიონობას სრულყოფილად, გულშემატკივრებთან ერთად იზეიმებს.

„ჩემპიონობას ისე ვერ ვიზეიმებთ, როგორც ვოცნებობდით – ძალიან ცუდია, მე ამას ბოლომდე ვაცნობიერებ, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Germany. – ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა, სტადიონზე მარტოობაში იზეიმო გამარჯვება და შემდეგ სახლში წახვიდე.

ჩვენ ჩემპიონობის დღე ასე არ წარმოგვედგინა. დადგება დრო, როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ვიღაც ვაქცინას გამოიგონებს, ვიღაც პრობლემების გადაწყვეტის გზებს მოძებნის, ინფიცირებულთა რაოდენობა ნულს მიუხლოვდება და საბოლოოდ, დადგება დრო, როცა სრულყოფილად ვიზეიმებთ, ისე, როგორც საჭიროა“,  – ამბობს ლივერპულელთა მთავარი მწვრთნელი.