იურგენ კლოპი - მომავალ კვირას ჰალსტუხის შეკვრა უნდა ვისწავლო
იურგენ კლოპი - მომავალ კვირას ჰალსტუხის შეკვრა უნდა ვისწავლო

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას აკეთებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პირობებში.

„თვითიზოლაცია არც ისე სასიამოვნო ამბავია, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ახალი რამის გაკეთება შეგიძლია. ბევრი რამე გავიგე. ამჟამად ჭურჭლის სარეცხი მანქანა მაქვს ჩაბარებული, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, ცხოვრებაში პირველად შევიწვი კვერცხი, რამაც ძალიან გამახარა“, – ამბობს კლოპი „ლივერპულის“ ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში. – „მომავალ კვირას ჰალსტუხის შეკვრა უნდა ვისწავლო. 52 წლის ვარ და ჯერ ამის გაკეთება არ ვიცი“.

კლოპის ხელმძღვანელობით „ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე უახლოს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულის სხვაობით უსწრებს. პრემიერლიგა ამჟამად კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია და მისი განახლების თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.