იურგენ კლოპი „მანჩესტერთან“ მატჩის წინ - როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს „იუნაიტედი“, მოედანზე სასწაულის ჩადენა ყოველთვის შეუძლია #1TVSPORT
იურგენ კლოპი „მანჩესტერთან“ მატჩის წინ - როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს „იუნაიტედი“, მოედანზე სასწაულის ჩადენა ყოველთვის შეუძლია #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა პრემიერლიგის მეცხრე ტურის ცენტრალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ხვალ მისი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

„ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – ამბობს იურგენ კლოპი. – ეს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაა – დიდი მატჩი.

ვფიქრობ, მანჩესტერელები საკუთარი ბოლო შედეგებით უკმაყოფილოები არიან. თუმცა, ჩვენ ვიცით, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს „იუნაიტედი“ მოედანზე სასწაულის ჩადენა ყოველთვის შეუძლია. ეს არაერთხელ გვინახავს. ჩვენ ის დაგვრჩენია, რომ საკუთარ თამაშზე ვკონცენტრირდეთ, შედეგი კი მოგვიანებით გაირკვევა“.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ლივერპული“ მეორე ადგილზეა და ხვალინდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, გათამაშების ლიდერს, ლონდონის „ჩელსის“ გაუთანაბრდება. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი მერვე პოზიციაზეა და მოწინავე ადგილებზე დაბრუნებას ცდილობს.