იურგენ კლოპი „მანჩესტერ სიტის“ შესახებ – როგორ შეიძლება, ასეთ გუნდს ვინმე 20 ქულით უსწრებდეს?

21:59, 23.06.2020

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტის“ თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ვერ ხვდება, როგორ შეიძლება ასეთ გუნდს ვინმე 20 ქულით უსწრებდეს. შეგახსენებთ, რომ „სიტი“ ინგლისის ჩემპიონატის 31-ე ტურში „ბარნლის“ შეხვდა და 5-0 დაამარცხა.

„მანჩესტერ სიტის მატჩი რომ ვნახე, გავიფიქრე: „როგორ შეიძლება, ამ გუნდს ვინმე უსწრებდეს 20 ქულით? როგორც ჩანს, რაღაცას სწორად ვაკეთებდით“, – ამბობს კლოპი „ლივერპულ ექოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 83 ქულით მერსისაიდელები პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ, მეორე ადგოლზე კი „მანჩესტერ სიტია“, რომელმაც 63 ქულა დააგროვა.

მსგავსი