იურგენ კლოპი მადრიდის „რეალის“ გაწვრთნას არ გეგმავს #1TVSPORT
იურგენ კლოპი მადრიდის „რეალის“ გაწვრთნას არ გეგმავს #1TVSPORT

იურგენ კლოპს არ სურს, მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, – ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

უკანასკნელ პერიოდში მედია აქტიურად აკავშირებდა გერმანელ სპეციალისტს „რეალთან“. ფლორენტინო პერესი და კლუბის ხელმძღვანელობა ალვარო არბელოას შემცვლელს ეძებენ და „ლივერპულის“ ყოფილ მწვრთნელს ერთ-ერთ ძირითად ვარიანტად განიხილავდნენ.

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, კლოპს სხვა გეგმები აქვს – მისი მიზანი გერმანიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაა. ის ამ ეტაპზე არ ჩქარობს, აფასებს იულიან ნაგელსმანის ღვაწლს ეროვნულ გუნდში, თუმცა სამომავლოდ სწორედ ნაკრებში მუშაობა სურს.