იურგენ კლოპი – ლორენცო ინსინიეს შეძენას არ ვაპირებთ
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს მერსისაიდული კლუბი ნაპოლიდან ლორენცო ინსინიეს გადაბირებას გეგმავს.
„ჩვენ არ შევიძენთ ლორენცო ინსინიეს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ნაპოლისთან ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ამიტომ ჩვენ მისი გადმობირების მცდელობაც კი არ გვექნება. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა კლოპმა პრეს-კონფერენციაზე.
ლივერპული ამჟამად მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ლიდერ მანჩესტერ სიტის ერთი ქულით ჩამორჩება.
❌ – “We will not even try it, that’s all I can say.”
Jurgen Klopp has shut down any rumours linking @en_sscnapoli‘s Lorenzo Insigne and also given an update on the club’s transfer plans for the summer: https://t.co/KPpjqD3q9g pic.twitter.com/43qexsCNAk
— Sky Sports News (@SkySportsNews) 25 April 2019