იურგენ კლოპი – „ლივერპული“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიური იქნება #1TVSPORT
MANCHESTER, ENGLAND - APRIL 01: Juergen Klopp, Manager of Liverpool, looks on prior to the Premier League match between Manchester City and Liverpool FC at Etihad Stadium on April 01, 2023 in Manchester, England. (Photo by Michael Regan/Getty Images)
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უპასუხა შეკითხვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერებაზე.
„არ ვუპასუხებ შეკითხვას ერთი ფეხბურთელის 100 მილიონ ფუნტად გაფორმების შესახებ, რადგან ჩვენ ასეთ რამეებზე არ ვლაპარაკობთ.
ჩვენ ამ ზაფხულს აქტიურად გავატარებთ. ეს ის არის, რისი თქმაც დამაჯერებლად შემიძლია. ხოლო ვის შევიძენთ და რამდენს გადავიხდით, ამაზე არ გიპასუხებთ“, – განაცხადა კლოპმა.
ცნობილია, რომ „ლივერპულის“ ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი.