იურგენ კლოპი - „ლივერპული“ პრემიერლიგის ჩემპიონობაზე არ ფიქრობს
იურგენ კლოპი - „ლივერპული“ პრემიერლიგის ჩემპიონობაზე არ ფიქრობს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ინგლისის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ბარნლისთან“ განცდილი მარცხის შემდეგ (0:1) ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„რთული მატჩი იყო და რთულია მარცხის მიზეზების ახსნაც, – ციტირებს კლოპის სიტყვებს „ბიბისი“, – როცა რაიმე არ გამოგდის, უფრო კარგად და ინტენსიურად უნდა მოემზადო. ჩვენ დავმარცხდით. ვინმეს დადანაშაულება არ არის მთავარი. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერკვეთ შექმნილ სიტუაციაში.

ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენ პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაში გამარჯვებაზე არ ვფიქრობთ“, – აცხადებს ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მერსისაიდელებს 34 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.