იურგენ კლოპი - „ლივერპული“ ჯერ არ არის ჩემპიონი
იურგენ კლოპი - „ლივერპული“ ჯერ არ არის ჩემპიონი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მისი გუნდი არ აპირებს ითამაშოს ისე, თითქოს უკვე ინგლისის ჩემპიონები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელებს კონკურენტებთან შედარებით ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ.

„სასიმოვნოა იმის განცდა, რომ ჩემპიონობასთან ახლოს ვიმყოფებით, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ჯერ არ ვართ ჩემპიონები, – ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC Sport. – წინ ცხრა მატჩია და ჩვენ ამ შეხვედრებში ქულების მაქსიმალური რაოდენობის აღებას შევეცდებით.

„ლივერპულმა“ უნდა ითამაშოს და მოიგოს ყველა მატჩი. ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ ორი ან სამი მოგების შემდეგ.“

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში კლოპის შეგირდები იმყოფებიან და უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულით უსწრებენ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის განახლება 17 ივნისს არის დაგეგმილი.