იურგენ კლოპი - ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ყურადღებას არ მოვადუნებთ
იურგენ კლოპი - ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ყურადღებას არ მოვადუნებთ

იურგენ კლოპი არ იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ პრემიერლიგის წლევანდელი ჩემპიონის ბედი უკვე გადაწყვეტილია. პრეს-კონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, თუ  რას ფიქრობს იმის შესახებ, რომ ბევრი მის გუნდს უკვე ჩემპიონად თვლის, გერმანელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა: „ჩვენ მსგავსი რამ ახლა ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს“.

მერსისაიდელებმა უკანასკნელ ტურში „ვულვერჰემპტონს“ მოუგეს სტუმრად 1-2 და სეზონის დასრულებამდე 14 ტურით ადრე „მანჩესტერ სიტისთან“ უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს.

მიუხედავად ამისა, კლოპი მიიჩნევს, რომ არაფერია გადაწყვეტილი, სანამ ყველაფერი არ გადაწყდება.

„რამდენადაც ვიცი, მათემატიკურად ჩვენ ჯერ ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი არა გვაქვს განაღდებული. ამიტომ, ახლა მხოლოდ მომავალ მატჩებზე ვფიქრობთ. ესენია ჯერ „შრუსბერისთან“, შემდეგ „ვესტ ჰემთან“ და შემდეგ „საუთჰემპტონთან“. მე არსებულ ვითარებას ვერ შევცვლი. არასდროს მსმენია, რომ ვინმე ჩემპიონად გამოეცხადებინად, სანამ ეს ოფიციალურად არ დადასტურდება. ასე რომ, ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ“.

აღსანიშნავია, რომ „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ მატჩში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, სადიო მანე დაშავდა და, როგორც ირკვევა, მინიმუმ სამ მატჩს გამოტოვებს. კლოპის თქმით, ვარჯიში დაიწყო დეიან ლოვრენმა, რომელსაც მოედანზე მალე ვიხილავთ, თუმცა ჯერდან შაჩირი, ჯეიმს მილნერი და ნაბი კეიტა ჯერ კიდევ ტრავმირებულები არიან.

დატოვე კომენტარი